მწვანე სახურავის სისტემები –
ბუნების რეპლიკაცია სახურავებზე

nature green roof ge

მწვანე სახურავის დიზაინისა და მოწყობის დროს მნიშვნელოვანია მცენარის ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული მზარდი გარემოს უზრუნველყოფა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მიწისქვეშა ფენის ნაკლებობის კომპენსირება. მწვანე სახურავის თითოეული ფენა შექმნილია ისე, რომ შეასრულოს “დაკარგული” ნიადაგის შესაბამისი ფუნქციები, გარანტირებული მცენარის მდგრადი საფარი.

მწვანე სახურავების ძირითადი ტიპები

ფართო ლანდშაფტური სახურავები წარმოადგენს ჩვეულებრივი ზედაპირის დამცავი ან ბალასტური ფენების, როგორიცაა ხრეში და ფილები, ეკოლოგიურ ალტერნატივას. ისინი მსუბუქია და აქვთ მცირე სიმაღლე. შესაფერისი მცენარეები მოიცავს სედუმის სხვადასხვა სახეობას, ბალახეულს და ზოგიერთი სახის მარცვლეულ მცენარეებს. ისინი ბუნებრივი სახით ეგუებიან სახურავზე არსებულ პირობებს (მზე, ქარი, გვალვა და ა.შ.). მცენარეული საფარის გაძლიერების/ჩამოყალიბების შემდეგ, მისი მოვლა შემოიფარგლება წელიწადში ერთი ან ორი შემოწმებით.

ინტენსიური მწვანე სახურავების ყველაზე მარტივად შედარება შესაძლებელია სახურავზე ბაღის გაშენებასთან. ისინი ჩვეულებრივად მრავალფუნქციური და ხელმისაწვდომია. ისინი  მეტ წონასა და უფრო ღრმა სისტემის აშენებას მოითხოვენ. მათი მოვლა რეგულარულია და დამოკიდებულია ლანდშაფტის დიზაინსა და არჩეულ მცენარეულ ნაირსახეობაზე. სუბსტრატის სიღრმიდან გამომდინარე შესაძლებელია ყველაფერი, დაწყებული ნერგებით, მრავალწლიანი მცენარეებით, ბუჩქებით, ხეებით, მათ შორის სხვა ლანდშაფტური ვარიანტებით, როგორიცაა ტბორები, პერგოლები, ტერასები, საფეხმავლო ბილიკები და საავტომობილო მისასვლელი გზები (მიწისქვეშა ავტოფარეხებისთვის). ყველა ამ მიზნის განხორციელებისთვის, ჩვენ გთავაზობთ კარგად დაპროექტებულ, მრავალწლიან და ფუნქციონალურ სისტემებს.

sedum carpet
სედუმის ხალიჩა

„სედუმის ხალიჩა“ არაღრმა და მსუბუქი მწვანე სახურავის ტიპია, რომელიც ადვილად უმკლავდება მზეს, ქარს, გვალვას და მცირე მოვლას საჭიროებს.

rockery type plants
კლდოვანი მცენარეების ტიპი

მწვანე სახურავის სისტემა „კლდოვანი მცენარეების ტიპი” ქმნის ვრცელ მწვანე სახურავს, დახვეწილი დიზაინითა და ინდივიდუალური ხასიათით. მცენარეული საფარი შედგება სხვადასხვა სახეობათაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდს და ქმნიან განსხვავებულ აქცენტებს მთელი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში.

pitched green roofs up to 25
25°-მდე დახრის კუთხის მქონე მწვანე სახურავები

25°-მდე დახრილობის მქონე სახურავებისთვის სისტემის ძირითადი ელემენტია Floraset® FS 75 სადრენაჟე ელემენტი. პროფილირებული დიზაინისა და ზემოთ მიმართული სამაგრების გამო, Floraset® FS 75 იდეალური სადრენაჟე ელემენტია 25°-მდე დახრილ სახურავზე მწვანე სახურავის დასამონტაჟებლად. ის ხელს უშლის ეროზიას და უსაფრთხოდ გადაიტანს ძვრის ძალებს.

steep pitched green roofs up to 35
35°-მდე დახრის კუთხის მქონე ციცაბო მწვანე სახურავები

ჩვენი მაღალტექნოლოგიური მწვანე გადახურვის სისტემა Georaster®-ის ელემენტებით, 35°-მდე ციცაბო დახრილი სახურავების დამონტაჟების საშუალებასაც კი იძლევა.

irrigated extensive green roof
მორწყვადი ვრცელი მწვანე სახურავი

მწვანე სახურავის ეს სისტემა განსაკუთრებით შესაფერისია ხანგრძლივი მშრალი პერიოდების მქონე რეგიონებისთვის. მწვანე სახურავის “სიმწვანი” ხანგრძლივი პრტიოდის განმავლოვაში შენარჩუნება უზრუნველყოფილი იქნება იატაკის ქვეშ სპეციალური ირიგაციის სისტემის გამოყენებით.

urban climate roof
მწვანე სახურავი ქალაქის კლიმატისათვის

აორთქლების მაღალი დონის წყალობით, მწვანე სახურავის სისტემა „ურბანული კლიმატის სახურავი“ ხელს უწყობს ქალაქების გაგრილებას ცხელ და მშრალ პერიოდებში.

heather with lavender
Heather with Lavender

„ლავანდისფერი ჰეზერი“ იდეალური მწვანე სახურავის სისტემის ნაკრებია ყვავილოვანი მრავალწლიანი მცენარეების, არომატული ბუჩქებისა და დეკორატიული ბალახების ფართო სპექტრის გასაზრდელად.

roof garden
ბაღი სახურავზე

ჩვენი მაღალი ხარისხის სახურავის ბაღის სისტემა გთავაზობთ წყლის მაღალი შემცველობის საცავს და საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი დიზაინის კონცეფციების, მათ შორის ბილიკების, წყლის ობიექტების, ტერასების ან სათამაშო მოედნების.

roof garden with aquafleece® irrigation
ბაღი სახურავზე Aquafleece®-ის სარწყავი სისტემით

მწვანე სახურავის სისტემის ეს კონსტრუქცია გამოიყენება დაბალი დატვირთვის რეზერვის და/ან აშენების დაბალი სიმაღლის შემთხვევაში.

green roofs with lawn
მწვანე სახურავები გაზონით

გაზონების გაშენება სახურავებზე თესლის ან გაზონის გამოყენებით ისევეა შესაძლებელი, როგორც მიწაზე. წაიკითხეთ მეტი მწვანე სახურავის სისტემის შესაბამისი კონსტრუქციების შესახებ.

urban rooftop farming
მორწყვადი ვრცელი მწვანე სახურავი

ისიამოვნეთ ახალი ბოსტნეულითა და ხილით თქვენი სახურავიდან! Zinco გთავაზობთ სისტემის აგებას დადასტურებული დრენაჟის ტექნოლოგიით სახურავებზე ბოსტნეულის მოსაყვანად.

parklands on rooftops
პარკები სახურავებზე

Protectodrain® მიწისქვეშა ავტოფარეხებს პარკებად აქცევს. შექმნილია მძიმე დატვირთვების გასაძლოდ და წარმოადგენს იდეალურ საფუძველს სახურავებზე საფეხმავლო ბილიკებისა და ავტოფარეხებისთვის.

natureline
ბუნების ხაზი

განახლებადი ნედლეულის საფუძველზე დამზადებული ელემენტებით, Zinco-ს მწვანე სახურავის ეს სისტემა ეკოლოგიის თვალსაზრისით ახალ სტანდარტებს აწესებს.

walkways on rooftops
სახურავი ბილიკით

მწვანე სახურავების შერწყმა დასასვენებელი ან სპორტული ზედაპირებისთვის მოასფალტებულ ტერიტორიებთან შეიძლება. Zinco გთავაზობთ კარგად დაპროექტებულ სისტემებსა და აქსესუარებს ყველა სახის გამოყენებისთვის.

driveways on rooftops
სახურავი სავალი გზით

Zinco-ს სავალი გზების სისტემები აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და უზრუნველყოფს გამძლე ფუნქციონირებას სავალი გზების, სახანძრო სამსახურის შესასვლელების ან სახურავებსა და პოდიუმის ტერასებზე პარკირების ადგილების ქვეშ გამოსაყენებლად.

stormwater management roof
სახურავი ნიაღვარის მართვით

Zinco გთავაზობთ კარგად დაპროექტებულ წვიმის წყლების მართვის სახურავის სისტემას, რომელიც შექმნილია წვიმის წყლების შესაკავებლად და წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში მის გასათავისუფლებლად.

green roofs and solar energy
მწვანე სახურავები და მზის ენერგია

მწვანე სახურავები მზის ენერგიასთან ერთად უზრუნველყოფს მწვანე სახურავის ყველა სარგებელს სახურავის შეღწევადობის გარეშე და გაუმჯობესებული მზის პანელების ეფექტურობის გარეშე.

fall protection
ჩამოვარდნისგან დაცვა

Zinco სახურავზე სამუშაოდ გთავაზობთ სხვადასხვა კარგად დაპროექტებულ უსაფრთხოების სისტემებს, რომლებიც არ საჭიროებს სახურავის მემბრანის შეღწევას.

standard system build up

1. ფესვის ბარიერი
იცავს სახურავის ჰიდროიზოლაციას მცენარის ფესვების შეღწევისგან.

2. ტენიანობის შეკავების/დამცავი ხალიჩა
იცავს ფესვის ბარიერს მექანიკური დაზიანებისგან, ასევე ინარჩუნებს წყალს და საკვებ ნივთიერებებს.

3. სადრენაჟო ფენა
ინარჩუნებს წვიმის წყალს ზედა მხარეს არსებულ ღარებში, ხოლო ზედმეტი წყალი უსაფრთხოდ იღვრება. ასევე გარანტირებულია ფესვების არეში საჭირო ვენტილაცია.

4. ფილტრის ფურცელი/ფენა
ხელს უშლის წვრილი ნაწილაკების გამორეცხვას სუბსტრატის ნიადაგიდან, რითაც უზრუნველყოფს სადრენაჟო ფენის ეფექტურობას.

5. მზარდი/ნიადაგის ფენა
შედგება სუბსტრატისგან, იდეალური მზარდი საშუალებისგან, რომელიც შეესაბამება მწვანე სახურავის მცენარეების საჭიროებებს და უზრუნველყოფს სტაბილურ გარემოს.

6. მცენარის დონე/ფენა
მცენარეების ჯიშები შერჩეულია კლიმატის, ლანდშაფტის დიზაინის, დატვირთვის, ტევადობის და დამკვეთისთვის სასურველი სარგებლის მიხედვით.

provides rainwater management
უზრუნველყოფს წვიმის წყლის მართვას/არიდებას

მწვანე სახურავის დიზაინიდან გამომდინარე, წყლის მყისეული ჩამონადენება მცირდება 50–90%-ით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დრენაჟის ნაკადის სიჩქარეს. ეს საშუალებას იძლევა შემცირდეს წვიმის წყლის მართვის სისტემის სიმძლავრე, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდება მშენებლობის ხარჯები.

improves the microclimate
აუმჯობესებს მიკროკლიმატს

მწვანე სახურავები აგრილებენ და ატენიანებენ გარემომცველ ჰაერს. ამგვარად, ისინი ქმნიან სასარგებლო მიკროკლიმატს მათ უშუალო ტერიტორიაზე და ხელს უწყობენ მიკროკლიმატის გაუმჯობესებას ურბანულ ცენტრებში. კოორდინირებული ურბანული მწვანე სახურავების განვითარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ე.წ. „სითბური კუნძულის“ ეფექტი.

binds dust and toxic particles
ამცირებს მტვერსა და ტოქსიკურ ნაწილაკებს

მწვანე სახურავის მცენარეულობა ხელს უწყობს მტვრისა და სმოგის ნაწილაკების გაფილტვრას. ნიტრატები და სხვა მავნე მასალები მცენარეების მიერ შეიწოვება ჰაერიდან და ნალექიდან და გროვდება სუბსტრატში.

improves noise protection
აუმჯობესებს ხმის იზოლაციას

გამწვანებული ადგილები ბუნებრივი ხმის იზოლატორებია და უფრო მეტ ხმას შთანთქავს, ვიდრე მყარი ზედაპირები. მწვანე სახურავები ბგერის არეკვლას 3 დბ-მდე ამცირებს და ხმის იზოლაციას 8 დბ-მდე აუმჯობესებს. ეს ძალიან ეფექტურია აეროპორტებთან, ხმაურიან ღამის კლუბებთან და საწარმოო ზონებთან ახლოს მდებარე შენობებისთვის.

provides natural biodiverse habitats
ქმნის გავრცელების ბუნებრივ, ბიომრავალფეროვან გარემოს

ლანდშაფტით მოპირკეთებული სახურავები კომპენსირებას უკეთებენ მწვანე სივრცეებს, რომლებიც მზარდი ურბანიზაციის შედეგად იკარგება. ისინი ველური ბუნებისთვის ბუნებრივ ჰაბიტატებს ქმნიან და ბუნებას ქალაქებში აბრუნებენ.

increases water retention
ზრდის წყლის შეკავებას

მწვანე სახურავს შეუძლია წყლის ჩამონადენის 50–90%-ით შემცირება, დარჩენილი წვიმის წყალი სახურავიდან დაგვიანებით გაედინება. წვიმის წყლის საწრეტი მილებისა და სადრენაჟე სისტემების მოცულობა შეიძლება შემცირდეს, რითაც შეამცირებთ მშენებლობის ხარჯებს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კანალიზაციის ხარჯების შემცირებაც.

reduces renovation costs
ამცირებს რენოვაციის ხარჯებს

მწვანე სახურავი იცავს ჰიდროიზოლაციას კლიმატური ექსტრემებისგან, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და მექანიკური დაზიანებისგან. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ჰიდროიზოლაციის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამცირებს მოვლა-პატრონობისა და ჩანაცვლების ხარჯებს.

reduces energy costs
ამცირებს ენერგოდანახარჯებს

მწვანე სახურავს აქვს ტემპერატურის უკიდურესობების ბუფერირებისა და შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების უნარი.

provides additional space
უზრუნველყოფს დამატებით სივრცეს

სტანდარტულად გამოუყენებელი ტერიტორიების მწვანე სახურავებად გადაკეთება, განსაკუთრებით რეკრეაციული ან სპორტული მიზნებისთვის, არა მხოლოდ ძვირადღირებული სივრცის გამოყენებას უწყობს ხელს, არამედ დამატებითი მიწის შეძენის ხარჯებსაც ამცირებს. მწვანე სახურავები ხშირად ხელს უწყობს დაგეგმარების/მშენებლობის ნებართვის თანხმობის მიღებას.

Shopping Cart
Scroll to Top