ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეკო პარკი არის სასწავლო ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს  თანამედროვე ცოდნის გენერირებას, დისტრიბუციას და დარგში მაღალი სტანდარტების დანერგვას.

სასწავლო ცენტრი მომხმარებელს შესთავაზებს სასწავლო სატრენინგო კურსებს მწვანე ეკონომიკის მიმართულებით, რომელსაც ჩაატარებენ დარგის ექსპერტები. სტუდენტები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, რაც განპირობებული იქნება სწორი მენეჯმენტით და პროფესიონალი ტრენერებით.



ჩვენი მისია

ეკოპარკის მისიაა თავისი საქმიანობით, კერძოდ კი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით სასწავლო ცენტრის შექმნით, ქვეყანაში დააგენერიროს ცოდნა და გააჩინოს ამ სფეროში პროფესიონალი კადრები, გახდეს ამ სფეროს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი და საბოლოოდ თავისი მოღვაწეობით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

ჩვენი მიზანი

  • საგანმანათლებლო რესურსის შექმნა ;
  • პროფესიული განათლებისა და განვითარების ადვოკატირება ;
  • მწვანე ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული პროფესიული სტანდარტის განვითარება, მწვანე ეკონომიკის დარგში პროფესიული საგანმანათლებლო რესურსების განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ;
  • განათლებისა და საზოგადოებრივი ინფორმაციული წიგნიერების ზრდის უზრუნველყოფა ;
  • კვალიფიციური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ;
  • მაღალხარისხიანი ექსპერტული და საკონსულტაციო მომსახურების განვითარება და მიწოდება ;