Welcome to EuroPlant Georgia

OUR STORY

ლანდშაფტის პროექტირება და ბაღების გაშენება მზრუნველობითა და პროფესიონალიზმით

კომპანია “ევროპლანტ ჯორჯია” 2007 წელს დაარსდა. ორგანიზაციის დაფუძნებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესწავლილ იქნა ქართული ბაზარი, ჩამოყალიბდა კომპანიის კონცეფცია, ზუსტად განისაზღვრა სამოქმედო სფერო და ძირითადი პრიორიტეტები.

წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით საქმისადმი ერთგული პროფესიონალების გუნდად, რომლებსაც საერთო მიზანი აქვთ: გამორჩეული მომსახურებისა და ინოვაციური დიზაინის გადაწყვეტილებების მიწოდება.

About Baner2

18+

Years of experience

3K

Satisfied clients around Georgia

639

Projects completed in all regions of Georgia

მუშაობის პროცესი

ეტაპები თქვენი საოცნებო გარემოს შესაქმნელად

1. Consult

We begin with a personalized consultation to capture your vision and needs.

2. პროექტირება

ჩვენი ექსპერტები თქვენთვის შეიმუშავებენ დიზაინსა და დეტალურ გეგმას ეკოლოგიური ნორმებისა და წესების გათვალისწინებით და წარმოგიდგენენ დასამტკიცებლად.

3. Execute

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი თქვენს გარე სივრცეს სიზუსტითა და მზრუნველობით გარდაქმნის.

About Baner3

THE GOAL

Our Mission

მებაღეობა, ლანდშაფტის დიზაინი, დეკორატიული და ფუნქციონალური მცენარეების შერჩევა, დარგვა და მოვლა, ისევე როგორც ყველა ის საქმიანობა, რომელიც გარემოს გამწვანებასა და გაჯანსაღებას უკავშირდება, წარმოადგენს „ევროპლანტ ჯორჯიას“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას.

THE OUTLOOK

Our Vision

„ევროპლანტ ჯორჯიას“ ხედვაა ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი მწვანე სივრცეები.

THE TEAM

Meet Our Team

About Baner4 680x1024

სერგო ბუიღლიშვილი

დამფუძნებელი და დირექტორი

მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ეკოლოგიურად დაბალანსებულ, მწვანე სივრცეებში ადამიანის ფსიქოლოგიური სტატუსი ბევრად უფრო მდგრადია, ხოლო კრიმინოგენული სიტუაცია მშვიდი. პოსტსაბჭოთა სივრცეში თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გამწვანებული ქალაქია, ეს მაშინ, როცა საქართველოს დედაქალაქი თავისი მწვანე საფარით მუდამ გამოირჩეოდა. თუმცა, ბოლო დროს დედაქალაქში მწვანე ოაზისების შექმნა პრიორიტეტული გახდა. ქალაქური გარემოს ესთეტიზაციის, გამწვანებისა და გაჯანსაღების რთულ საქმეში სერიოზულ როლს “ევროპლანტ ჯორჯიაც” ასრულებს.

“ევროპლანტ ჯორჯია” სულ რამდენიმე თვის წინ, 2007 წლის დეკემბერში დაფუძნდა, მაგრამ უკვე მოიპოვა წარმატება და მომხმარებლის უმაღლესი ნდობა. მისი ძირითადი მიმართულება მებაღეობა, ლანდშაფტური დიზაინი, დეკორატიული და ფუნქციური მცენარეების მოშენება და ევროპულ სანერგე მეურნეობებში გამოყვანილი მცენარეების იმპორტია. კომპანიის საქმიანობის დაწყების უმთავრესი ინსპირატორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ “ეკოლოგიისა და დეკორატიული მებაღეობის” ინსტიტუტის დაფუძნება და ზოგადად, ამ დარგის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება გახდა.

კომპანია ქართველ მომხმარებელს ევროპულ ტრადიციაზე დაფუძნებულ და ევროპული სტანდარტების მომსახურებას უწევს, ესენია: ლანდშაფტური დაგეგმარება და დიზაინი, პროექტების რეალიზება, გამოცდილი დიზაინერებისა და მებაღეების კონსულტაცია. “ევროპლანტ ჯორჯიაში” მრავალფეროვანი არჩევანია დაწყებული ყვავილისა და ბალახის თესლიდან 400-წლოვანი ზეთისხილის ხეებით დამთავრებული. აქ მსურველს შეუძლია შეიძინოს ევროპელი სპეციალისტების მიერ თანამედროვე აგროტექნოლოგიური სტანდარტებით მოვლილი და სპეციალურ კონტეინერებში გამოზრდილი წიწვოვანი, ფოთლოვანი, ბუჩქოვანი ნარგავები, სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარე და ხეხილი დაცული ფესვთა სისტემით, ყვავილისა და ბალახის თესლი, სასუქები, ოთახის მცენარეები და დეკორატიული ქოთნები, სამებაღეო ინვენტარი, სარწყავი და განათების სისტემები ბაღებისთვის.

არსებობის მცირე დროში კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტი განახორციელა: გაამწვანა ავლაბრის სკვერი თბილისში და აეროპორტის ტერიტორია ბათუმში. მათ შორის მასშტაბურობით გამოირჩევა ავლაბრის სკვერის პროექტი, რომელზეც “ევროპლანტ ჯორჯიას” ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროპელი პროფესიონალები მუშაობდნენ და რომელიც საქართველოში ლანდშაფტური დაგეგმარების სრულიად ახალ, განსხვავებულ ხედვას ამკვიდრებს.

“ევროპლანტ ჯორჯიას” არა ერთი კერძო დაკვეთა აქვს შესრულებული. ის აქტიურად თანამშრომლობს დეველოპერულ კომპანიებთან – უზრუნველყოფს ახლად აშენებული სახლებისა და კომპლექსების გამწვანებას.აღსანიშნავია, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმაში “ევროპლანტ ჯორჯიას” სწორედ სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავი” დაეხმარა.ამ კომპნიასთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი “ოლიმპიური ვარსკვლავი მწვანე ფერს იძენს”.

“ევროპლანტ ჯორჯიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი 70 წლის ისტორიის მქონე პოლონური კომპანია “გრაბჩევსცია”, რომელსაც ევროპულ ბაზარზე ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან იცნობენ. დღეს ამ კომპანიის სანერგე 30 ჰექტარზეა გადაჭიმული და ის მომხმარებელს მსოფლიოს 15 ქვეყანაში ყოველწლიურად 200 000-ზე მეტ მცენარეს სთავაზობს. “ევროპლანტ ჯორჯია” ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ცნობილ ევროპულ ორგანიზაციებთან, მათ შორისაა, იტალიური ფირმები: “ლინია ვარდე” და “მანი პიანტე”. ეს უკანასკნელი, “გრაბჩევსცის” მსგავსად წარმატებული საოჯახო ბიზნესის მაგალითია. მისი სანერგე, ტოსკანას უმშვენიერეს მდელოებზე, 40 ჰექტარზე დიდ ფართობს ფარავს.

სერგო ბუიღლიშვილი, “ევროპლან ჯორჯიას” დამფუძნებელი: “საქართველოში არ არსებობს მეურნეობები, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. დროა, საფუძველი ჩაეყაროს ისეთ სანერგეებს, სადაც სპეციალურ კონტეინერებში გამოზრდიან და გაახარებენ მცენარეებს, რომელთაც დაცული ექნებათ ფესვთა სისტემა, ადვილად გაუძლებენ ტრანსპორტირებას, გადარგვას და იოლად შეეგუებიან ახალ გარემოს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. ქვეყანას სჭირდება ლანდშაფტის არქიტექტორები, პროფესიონალი დენდროლოგები და მებაღეები. კადრების აღზრდაში სერიოზულ როლს ასრულებს პატრიარქის მიერ დაფუძნებული `ეკოლოგიისა და დეკორატიული მებაღეობის~ ინსტიტუტი. “ევროპლანტ ჯორჯიაც” ცდილობს გარკვეული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში – ხშირად ჩამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლებაზე”.

“ევროპლანტ ჯორჯია” ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის და ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა მსგავს ორგანიზაციასთან პოზიტიური ურთიერთქმედებისთვის მზად არის.

Woocommerce Placeholder
თამარ კანდელაკი

დირექტორის მოადგილე და
იმპორტის მენეჯერი

Woocommerce Placeholder
მამუკა ხვედელიძე

პროექტების მენეჯერი

გსურთ თქვენი სივრცე ახალი სიცოცხლით აავსოთ?

Contact us today to schedule a consultation or to learn more about our services.

Shopping Cart
Scroll to Top