არასდროს უსმინოთ ყვავილების ლაქლაქს, მხოლოდ უყურეთ და მათი სურნელით დატკბით”
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
“პატარა უფლისწული”
წარმოიდგინეთ გასხივოსნებული, მწვანე ქალაქი, სადაც სახლებს ერთმანეთისგან ბაღები აშორებს, სივრცე, რომელიც მთლიანად სიმწვანითაა დაფარული. ახლად გათიბული ბალახის სურნელი გარემოს ზაფხულის არომატით ავსებს. საღამოობით ყველა ოჯახი ბაღში ისვენებს: უფროსები წყნარად საუბრობენ, უმცროსები ხალისიანად თამაშობენ. პირქუში, ნაგვით სავსე, ქვის ქალაქების მაგივრად, მწვანედ დაბურული სივრცე, ურბანისტული რეალობისა და პასტორალური იდილიის გაწონასწორებული ურთიერთქმედება. ეს მოწესრიგებულობა, ეს ჰარმონია სოციალურ ყოფასაც დაალაგებს, ადამიანებს არსებობის სირთულეს შეუმსუბუქებს.
მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ეკოლოგიურად დაბალანსებულ, მწვანე სივრცეებში ადამიანის ფსიქოლოგიური სტატუსი ბევრად უფრო მდგრადია, კრიმინოგენული სიტუაცია მშვიდი. “ევროპლანტ ჯორჯიას” მთავარი მიზანი სწორედ ასეთი მწვანე ოაზისების შექმნაა: ქალაქში, აგარაკებზე, პრესტიჟულ რაიონებსა და სრულიად “არაპრესტიჟულ” გარეუბნებში, აივნებსა და სახლის სახურავებზე - ყველგან, სადაც კი მოისურვებთ.
ევროპული ბაღები ქართულ ლანდშაფტებზე - დასავლური მოწესრიგებულობა და ქართული მუხტი
ასწლოვანი ტრადიცია და მუდმივი განახლების პროცესი - უახლესი ტექნოლოგიები კაცობრიობის უძველესი საქმიანობის სამსახურში
“ევროპლატ ჯორჯია” – ევროპული ხედვა და ევროპული სტანდარტი ქართველი მომხმარებლებისათვის!
ყველაფერი, რაც ლანდშაფტურ დიზაინს, გარემოს გამწვანებასა და ესთეტიზაციას ემსახურება, “ევროპლანტ ჯორჯიას” საქმიანობის საგანია.